თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ცნობილი ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი Hurts თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე კონცერტს 4 ივლისს გამართავს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
Hurts-ი, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა, ელექტრონული პოპ-ჯგუფია, იგი ცნობილია თავისი ელეგანტური ვიდეოებით და დრამატული პოპ-მუსიკით.
2010 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Hurts Happiness გამოუშვა, რომელმაც ევროპის მასშტაბით პოპულარობა მალე მოიპოვა. ამას მოჰყვა ალბომები Exile, Surrender და Desire, ჯილდოები - NME Awards, German BAMBI Award, MTV Europe Music Awards და ECHO Awards.
მსოფლიოს დიდ სცენებზე კონცერტების გამართვის 13 წლის მანძილზე Hurts სტატიკური პოპ-ჯგუფიდან სრულფასოვან როკ-ჯგუფად გადაიქცა.