თბილისი, 6 მაისი — Sputnik. კორონავირუსის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან მისი ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის გზები ართულებს დავალებას, ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის მის შედეგებთან ბრძოლა, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.
ჯანმომ 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, რომელიც 2020 წელს გამოცხადდა.
„თითქმის შეუძლებელია COVID-19-ის სრულად აღმოფხვრა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ჯანდაცვის სფეროში მის მიერ გამოწვეული საგანგებო სიტუაციები”, - განაცხახდა რაიანმა ბრიფინგზე.
როგორც ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის უნარის გამო COVID-19-ის სრული აღმოფხვრა ნაკლებად სავარაუდოა.
უწყებამ COVID-19 პანდემიად 2020 წლის იანვარში გამოაცხადა. სამ წელიწადში ორგანიზაციამ დააფიქსირა მისგან გამოწვეული ლეტალობის 7 მლნ შემთხვევა, თუმცა, სიკვდილიანობის რეალური რიცხვი შეიძლება 20 მილიონს აღწევს.