თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისის სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ 5–7 მაისს ყვავილებისა და მცენარეების ფესტივალი მიმდინარეობს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ორგანიზატორები სტუმრებს გამოფენა–გაყიდვაზე იწვევენ, სადაც შესაძლებელია ლამაზი მცენარეების ხილვა და მათზე, მათ მოვლაზე მეტი ინფორმაციის მიღება.
ღონისძიება 10:00-დან 19:00 საათამდე მიმდინარეობს სავაჭრო ცენტრი „ქარვასლის“ (ცოტნე დადიანის 7) პირველ სართულზე.