მსოფლიო დღეს

შვედეთი მოქალაქეობის მინიჭებასა და ჩამორთმევას ამკაცრებს

Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. შვედეთის მთავრობა აპირებს გაამკაცროს მოთხოვნები მათთვის, ვისაც ქვეყნის მოქალაქეობის მიღება სურს, ამასთან შეიქმნება კომისია, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე იმუშავებს, განაცხადა შვედეთის მიგრაციის საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა.

„მოქალაქეობა რაღაცას უნდა ნიშნავდეს. და ეს უნდა ფასდებოდეს როგორც იურიდიული, ისე სიმბოლური თვალსაზრისითაც“, — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამკაცრდება მოთხოვნები პირის „ღირსეული ქცევებისა“ და უნარის მიმართ, დამოუკიდებლად შეინახოს საკუთარი თავი ქვეყნის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, იგეგმება იმ ნორმის შეცვლა, რომელიც 15-დან 18 წლამდე არასწრულწლოვან დამნაშავეებს ხელს არ უშლის შვედეთის მოქალაქეობის მიღებაში — პრეცედენტის გამო, როდესაც უცხოური წარმოშობის 16 წლის მოზარდმა სპორტდარბაზში ცეცხლი გახსნა, მაგრამ მოქალაქეობა მაინც მიიღო.
ამასთან, მთავრობა აპირებს გაურთულოს მიგრანტებს შვედეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა, რათა ხელი შეუშალოს ძალადობასა და ჩაგვრას. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა არსებობს ეჭვი, რომ მოქალაქეობაზე უარის მთქმელ მშობლებს შვილების შვედეთიდან გაყვანა სურთ, რათა მათ საკუთარი მსოფლმხედველობით ცხოვრება აიძულონ.
არსებული ინფორმაციით, კანონპროექტი უკვე ამ ზაფხულს წარედგინება პარლამენტს განსახილველად.