საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 31.980 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.