თბილისი, 4 მაისი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მას კონტრშეტევის დასაწყებად ესაჭიროება მომდევნო კვირებსა და თვეებში, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ CNN-ის ეთერში.
ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ დააზუსტებს კონტრშეტევის დაწყების ვადებს, თუნდაც ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს. მისი თქმით, ამგვარი განცხადებები ვოლოდიმირ ზელენსკის პრეროგატივაა.
მანამდე რუსეთმა ნოტა გაუგზავნა ნატოს ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინისთვის იარაღს შეიცავს, რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.