სროლა გოგებაშვილზე: თბილისში ერთი ადამიანი მოკლეს

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მოკლულ ახლგაზრდა მამაკაცს პირადი მცველი ახლდა და მან საპასუხო ცეცხლი გახსნა.
მედიის ინფორმაციით, რესტორან LA VERA-სთან სროლას წინ ხელჩართული ჩხუბი უძღოდა, სადაც დაახლოებით 15 ადამიანი მონაწილეობდა.
შსს-ს მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.