თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გიორგი დანელიას ლეგენდარული ფილმი „არ დაიდარდოს“ მოტივებზე დადგმული ლირიკული ვარიაციის პრემიერა გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.
ორმოქმედებიანი „დანელიადას“ საპრემიერო ჩვენებები გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე 12, 17 და 18 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ბენჟამენ ღლონტის როლს ასრულებს ლაშა გურგენიძე, ლევან ცინცაძის – აპოლონ კუბლაშვილი.
„არ დაიდარდო!“ – კომედიური-დრამატული მხატვრული ფილმი, რომელიც დანელიამ 1969 წელს გადაიღო. იგი ეფუძნება კლოდ ტილიეს რომან „ჩემი ბიძია ბენჟამენის“ ტექსტს, თუმცა მისი თავისუფალი ინტერპრეტაციაა, გადმოტანილი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში.
საკულტო კომედიაში მთავარი როლები შეასრულეს ვახტანგ კიკაბიძემ, სერგო ზაქარიაძემ, სოფიკო ჭიაურელმა, ევგენი ლეონოვმა, ანასტასია ვერტინსკაიამ და ფრუნზიკ მკრტჩიანმა.