თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხუთი მაღაზია გაქურდეს, იუწყება „მთავარი არხი“.
გატეხილია კიდევ 10 მაღაზიის საკეტი, თუმცა სავარაუდოდ, მძარცველმა პროდუქციის გატანა ყველა ობიექტიდან ვერ მოასწრო.
შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
ტელეკომპანიის ცნობით, ბაზრობის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ არის დაყენებული, მაგრამ დაცვა ჰყავს. მძარცველები პოლიციას ჯერ იდენტიფიცირებული არ ჰყავს.