„რუსული ენის ელჩები" - ღონისძიებები საქართველოში სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიმართება

ღონისძიების მიზანია რუსული ენის, ლიტერატურისა და კულტურისადმი ინტერესის ამაღლება.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ფონდ „ტოტალური კარნახის“ საგანმანათლებლო ღონისძიებები გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიმართება.
ეს იქნება დასკვნითი გასვლითი ექსპედიცია უცხოეთის ქვეყნებში პროგრამა „რუსული ენის ელჩების" ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ყაზახეთსა და თურქეთში.
პროგრამის მიზნობრივი აუდიტორია არიან ახალგაზრდა სტუდენტები, მასწავლებლები, ფილოლოგები, ჟურნალისტები, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საჯარო დიპლომატიის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რუსული ენის, ლიტერატურისა და კულტურის მოყვარულები.
ღონისძიების მიზანია რუსული ენის, ლიტერატურისა და კულტურისადმი ინტერესის ამაღლება. პროგრამა საკუთარ თავში მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:
ლექცია „ როგორი იქნება რუსული ორთოგრაფიის ახალი წესები?";
ვიქტორინა თემაზე - რუსული ენა და ლიტერატურა;
შეხვედრა მწერალთან.
კონფერენციის ექსპერტები არიან:
ანა მატვეევა - პროზაიკოსი, რედაქტორი, ავტორი რომანების „დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლო", „ვერა სტენინას შესაშური გრძნობა“, „ყოველი ასი წელი“ და ა.შ.
ვლადიმირ პახომოვი, პორტალ Gramota.ru-ს მთავარი რედაქტორი, ვ. ვინოგრადოვის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, „ტოტალური კარნახის" ფილოლოგიური საბჭოს თავმჯდომარე;
ოლგა სუსლოვა, ფონდ „ტოტალური კარნახის" სოციალური და კულტურული პროექტების ხელმძღვანელი, პროექტ „წიგნიერების ბიბლიოთეკის" პროგრამის დირექტორი.
ერევანში პროგრამა „რუსული ენის ელჩები" გაიმართება 14-15 მაისს, თბილისში - 17 მაისს, ბაქოში კი 20-21 მაისს. პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაცნობა და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.