საქართველოს ორი მოქალაქე გაბონის წყლებში მდგომი გემიდან გაიტაცეს

საქართველოს ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა გემის მფლობელებს მეზღვაურების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად ზომების მისაღებად.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ორი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან 2 მაისის ღამეს,. იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
სააგენტოს ცნობით გემიდან სულ სამი მეზღვაური გაიტაცეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყეს მუშაობა საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად, აღნიშნავენ სააგენტოში.
სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სააგენტო თავს იკავებს მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალების გავრცელებისგან.