პროფკავშირის წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ
შემდეგ მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირზე
საქართველოს პროფკავშირი ყოველი წლის 1 მაისს თბილისის ცენტრში აქციას მართავს
მიუხედავად იმისა, რომ 1 მაისი უკვე დიდი ხანია აღარ არის დასვენების დღე, პროფკავშირი მაინც აღნიშნავს ამ თარიღს
ამჯერად აქცია გაცილებით ხმაურიანი იყო. მსვლელობაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მედოლეები, არამედ ადგილზე მიტანის სერვისის კურიერებიც
აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა
პროფკავშირმა საზოგადოებას 1 მაისის მნიშვნელობა და მშრომელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობა შეახსენა
მსვლელობის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნებიც წაუყენეს
აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები
მსვლელობის შემდეგ პარლამენტთან მიტინგი გაიმართა
პროფკავშირის აქცია მშვიდობიანად ჩატარდა
აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვდნენ ღირსეულ მინიმალურ ანაზღაურებას ყველა მშრომელისათვის და პროგრესირებად დაბეგვრას მდიდრებისათვის, უმუშევრების დახმარებას და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრასა და თანაბარ ანაზღაურებას ქალებისათვის და მამაკაცებისათვის