თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი და მისი 70 წლის ბაბუა ემსხვერპლნენ, იუწყება „მთავარი არხი“.
ორივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.
თვითმხილველების ცნობით, ბაბუა და დის შვილიშვილი ერთ ქუჩაზე, 150 მეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. ბაბუას ბავშვი სახლში მიჰყავდა.
ტელეარხის ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. თავად ამბობს, რომ რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და ავტომობილი მოუცურდა.
ბავშვისა და ბაბუის ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ხოლო მძღოლი ნარკოლოგიურში შემოწმებაზეა გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.