საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკის დასაცავად: საპროტესტო აქცია თბილისში - ფოტო

კვირას რეპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანი მივიდა. ისინი მხარდაჭერას გამოხატავდნენ ქვეყნის მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ.
Sputnik
მომიტინგეები გამოვიდნენ ხელისუფლების შეცვლის, ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და რევოლუციური სცენარის განვითარების წინააღმდეგ. მათ ასევე გააკრიტიკეს დასავლური ქვეყნების მოქმედება და დასავლური პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
1 / 10

კვირას, საღამოს თბილისში გაიმართა აქცია ლოზუნგებით „არა ომს“, „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“

2 / 10

მიტინგი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა

3 / 10

აქციის მონაწილეებმა შეკრება 17:00 საათზე დაიწყეს, ერთად უყურეს „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩს და მხარი დაუჭირეს ხვიჩა კვარაცხელიას

4 / 10

შემდეგ კი მოედანზე გაიმართა მიტინგი

5 / 10

მომიტინგეები გამოვიდნენ ხელისუფლების შეცვლის, ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და რევოლუციური სცენარის განვითარების წინააღმდეგ

6 / 10

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და ზეგავლენას ახდენს ერზე

7 / 10

მომიტინგეების აზრით, დასავლელ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ, თუ რა სურთ ქართველებს

8 / 10

ორგანიზატორების თქმით, აქციას ჰქონდა აპოლიტიკური ხასიათი და მოწოდებული იყო საზოგადოების აზრის გამოხატვისკენ

9 / 10

ადგილზე მისულებს მიმართა რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა: „ჩვენ ერთიანობით უნდა ვაჩვენოთ საკუთარი პოზიცია, რათა არავინ ილაპარაკოს ჩვენი სახელით და ჩვენ მაგივრად. ჩვენს სათქმელს თავად ვიტყვით. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“

10 / 10

აქციის დროს ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ბედი არ უნდა გადაწყდეს არც მოსკოვში, არც ვაშინგტონში, ბრიუსელში ან კიევში, არამედ საქართველოში