რუსეთიდან სომხეთში გაზის მიწოდება საქართველოს გავლით შეჩერებულია

Газоснабжение жителей Армении будет осуществляться без ограничений за счет внутренних резервов страны
Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა, იუწყება კომპანია „გაზპრომ-სომხეთი".
„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 1 მაისის 08:00 საათიდან 4 მაისს 20:00 საათამდე სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შიდა მარაგების ხარჯზე განხორციელდება.
„გაზპრომ სომხეთი“ რუსული „გაზპრომის“ შვილოვბილი კომპანიაა. მას სომხეთის შიდა ბაზარზე რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და განაწილების მონოპოლიური უფლება აქვს.