როცა გარაჟი ყველაფერს გირჩევნია

უკვე რამდენიმე წელია თბილისში კერძო ავტოფარეხების ნგრევა გრძელდება და მათ ადგილზე შენდება საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე სკვერები და ბაღები.
Sputnik
თუმცა თბილისის ყველა მკვიდრი მარტივად არ თანხმდება საკუთარი ნაგებობის დანგრევას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი ავტოფარეხს დანიშნულებისამებრ არც იყენებს. მსგავს ნაგებობებს ხშირად იყენებენ როგორც მაღაზიებს, საცხობებს და საწყობებს, ზოგ შემთხვევაში კი იქ ცხოვრობენ კიდეც.