თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველო მზადაა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული წარმატებული რეფორმების განხორციელების გამოცდილება გაუზიაროს სხვა ქვეყნებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იტყობინება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბენინის, კომორის, კონგოს, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, სენტ-ლუისის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკა, ხაზი გაესვა საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს.