კადიროვს მსოფლიოს „ჩაგრული ხალხების“ დასაცავად არმიის შექმნა სურს

Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვს ჩაგრული ხალხების დასაცავად არმიის შექმნა სურს, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვფიქრობდი კარგი არმიის შექმნაზე სხვადასხვა სახელმწიფოებში გადასასვლელად და იმ ხალხის დასაცავად, რომლებსაც დღეს ანადგურებენ და ხოცავენ ქვეყნები, რომლებიც საკუთარ თავს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებენ“, — განუცხადა კადიროვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სურს შექმნას მთელი მსოფლიოდან მოწვეული ადამიანებისგან შემდგარი „კონკრეტულად მომზადებული“ გუნდი. ეს უნდა იყვნენ პატრიოტები, რომლებიც მზად იქნებიან, სიცოცხლე გაწირონ არა „კაპიკის გულისთვის, არამედ წესრიგისთვის".
„ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და წინ მივდივართ“, — დასძინა მან.
მანამდე, მიმდინარე წლის თებერვალში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აპირებს.