თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 5.240 ადამიანი, აქედან 399 პირობით სასჯელს იხდიდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბრალდებული სხვადასხვა დანაშაულში პასუხისგებაში მისცეს თბილისში (1.837), აჭარაში (766), იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (625).
ბრალდებულების საერთო რაოდენობიდან 25-ს ბრალი წარედგინა მკვლელობაში, 672-ს – ოჯახურ ძალადობაში, 54-ს – მძიმე დაზიანებების მიყენებაში, 19-ს – გაუპატიურებაში, 23-ს – სქესობრივ აქტში 16 წელს მიუღწეველ პირთან, 734-ს – მუქარაში, 990-ს – ქურდობაში, 811-ს – ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში, 56-ს – სამსახურებრივ დანაშაულებში.
სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაზარალებულად იანვარი-მარტში აღიარეს 4.820 ადამიანი, საიდანაც უმრავლესობა 25–45 წლისაა. გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაშავდა 366 არასრულწლოვანი და 439 პენსიონერი.
დაზარალებულების საერთო რიცხვიდან 8,7% უცხოეთის მოქალაქეა.