ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაიხსნა

კობი-გუდაურის მონაკვეთზე შეზღუდვები თოვის გამო დაწესდა
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარს საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გაიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კობი-გუდაურის მონაკვეთზე თოვის გამო შეზღუდვა ტრაილერებისთვის 27 აპრილს ღამით დაწესდა. შეზღუდვა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მოხსნა.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.