ხალხმა ყველაფერი თქვა - შალვა პაპუაშვილი შუალედური არჩევნების შედეგებზე

რიგგარეშე არჩევნები დამაჯერებლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მზარდ მხარდაჭერას ქართველი ამომრჩევლების მხრიდან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ქართველმა ხალხმა ყველაფერი თქვა და მხარს უჭერს მმართველ პარტიას, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე 29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების კომენტირებისას.
29 აპრილს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები შაბათს გაიხსნა. ამომრჩეველმა ხმა მისცა 164 საარჩევნო უბანზე. არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ამავდროულად, ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ფართო მასშტაბით იყო გამოყენებული.
„ხალხმა ყველაფერი თქვა. 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნები (ევროკავშირის მიერ ინიცირებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე) დამაჯერებლად აჩვენებს საქართველოს ამომრჩეველთა მზარდ მხარდაჭერას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენი პრივილეგიაა, ვემსახუროთ ხალხს უმაღლესი დემოკრატიული მანდატით და ლეგიტიმაციით“, – დაწერა პაპუაშვილმა.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართა. მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები გაიმართა.