თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, ზიანი მიაყენა ლაგოდეხის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობა, იუწყებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ზარალია მიადგა შემდეგ სოფლებს: ნინიგორი, გელათი და ცოდნისკარი. ადგილობრივების თქმით, სეტყვას ძლიერი ქარიც მოჰყვა.
სეტყვამ უმეტესად ალუჩის ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
უამინდობის შედეგად რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.