მიტინგის მონაწილეებმა 17:00 საათზე დაიწყეს რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, რათა ერთად ეყურებინათ „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩისათვის და მხარი დაეჭირათ „ნაპოლიში“ მოთამაშე ქართველო ფეხბურთელისათვის - ხვიჩა კვარაცხელიასათვის. სცენაზე დამონტაჟდა დიდი ეკრანი, რომელზეც მატჩის ტრანსლაცია მიდიოდა. შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი გაიმართა.
მომიტინგეები გამოვიდნენ ხელისუფლების შეცვლის, ანტისახელმწიფოებრივი აქციისა და რევოლუციური სცენარის განვითარების წინააღმდეგ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და ზეგავლენას ახდენს ერზე, ვინაიდან დასავლელ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ, თუ რა სურთ ქართველებს.