თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ცესკომ შეაჯამა 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები შუალედურ საპარლამენტო და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებზე, რომლებიც 29 აპრილს გაიმართა, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები: № 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1.359 ხმა – 4,7%; №41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) 27.553 ხმა – 95,3%.
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხის, ტყიბულისა და თიანეთის საკრებულოების დეპუტატების არჩევნებში მმართველი პარტიიდან თითო კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
საკრებულოების შუალედური არჩევნები წინასწარი მონაცემები:
გურჯაანი – №41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) 1.347 ხმა; თიანეთი – №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა;
ახალციხე – № 41 როინ ნებაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა; ტყიბული – №41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)-1 322 ხმა – 86,63%; №51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი) 204 ხმა – 13,37%.
ქუთაისი – № 41 მიხეილ გიორგაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) 5.396 ხმა.
რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია:
ცაგერი – №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) 4.825 ხმა; თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 11.511 ხმა.
ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმები, ისევე როგორც ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი ატვირთულია ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მათ.
„აღნიშნულ ვებგვერდზე მონაცემების ატვირთვა დაიწყო 29 აპრილს 20:30 საათიდან, ხოლო არჩევნების წინასწარი შედეგები 117 უბნის მიხედვით ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვიდან საათ-ნახევარში წარადგინა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, ონლაინ დაკვირვებოდა არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით.
29 აპრილს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები შაბათს გაიხსნა. ამომრჩეველმა ხმა მისცა 164 საარჩევნო უბანზე. არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ამავდროულად, ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ფართო მასშტაბით იყო გამოყენებული.