ბათუმში, წვიმის მიუხედავად, ქალაქის დღე აღნიშნეს - ვიდეო

ბათუმში, მიუხედავად უამინდობისა, ქალაქის დღე, ანუ ბათუმობა აღნიშნეს
Sputnik
ბათუმის ბულვარში წვიმის გამო ღია ცის ქვეშ კონცერტი აღარ გაიმართა, თუმცა სუვენირებისა და ქართული კომპანიების ბაზრობა მაინც მოეწყო. ქალაქის მკვიდრები და ტურისტები ღონისძიებაზე მივიდნენ და სამახსოვროდ სხვადასხვა სუვენირებიც შეიძინეს. საზეიმო ღონისძიებების ნაწილი ბათუმის თეატრის შენობაში შედგა.