თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. გორში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, იუწყება „TV პირველი“.
ტელეკომპანიის ცნობით, დატბორილია სამანქანო გზები და პარალიზებულია ქუჩებში მოძრაობა.
ზარალის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია ცნობილი არა არის.
უამინდობა შიდა ქართლში მესამე დღეა გრძელდება, რის შედეგადაც ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა.