თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში ყველაზე დაბალ ხელფასს – თვეში 100 ლარზე ნაკლებს 12.555 მოქალაქე იღებს, ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის ბოლო მონაცემების თანახმად, ეს ადამიანები თვეში საშუალოდ 55 ლარს იღებენ.
რაც შეეხება ყველაზე მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს, მათი რაოდენობაა 277. მათი ხელფასი თვეში 100 ათას ლარზე მეტია. ეს ადამიანები ყოველთვიურად საშუალოდ 530.940 ლარს იღებენ.
საქართველოში საშუალოთვიური ხელფასი 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21,2%-ით გაიზარდა (309,9 ლარი) და 1.773,7 ლარი შეადგინა.
„საქსტატის" 2023 წლის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 256 ლარს შეადგენს.