თბილისი უძრავი ქონების გამოფენას მასპინძლობს

ღონისძიება ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობასაც გულისხმობს.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისში უძრავი ქონების გამოფენა Real Estate Exhibition საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში 28-30 აპრილს იმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უძრავი ქონების გამოფენა ინდუსტრიის მთავარი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს როგორც ინვესტორებს და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, ისე უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 100 ქვეყნიდან დეველოპერული და საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ ქვეყნის კომერციული, საცხოვრებელი თუ საოფისე ფართები, გაეცნონ მიმდინარე დეველოპერულ პროექტებს, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და ადგილზე გააკეთონ არჩევანი.
გამოფენაზე დასწრება უფასოა.