დედაენის ბაღში ვინტაჟური ნივთების ბაზრობა გაიმართება

ორგანიზატორების განცხადებით, ბაზრობა ყოველ შაბათ–კვირას გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. თბილისის დედაენის პარკში 29–30 აპრილს ვინტაჟური ნივთების ბაზრობა გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ბაზრობაზე ძველი ნივთების მოყვარულები შეძლებენ სამოსის, ხელნაკეთი ნივთების, ვინტაჟური ფოტოაპარატებისა და სხვა მრავალი ნივთის ყიდვას.
ორგანიზატორები სტუმრებს 14:00-დან 21:00 საათამდე ეპატიჟებიან.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ბაზრობა ყოველ უქმეებზე გაიმართება.