თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა, ნათქვამია კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დამატებითი რეისები შესრულდება 29 აპრილს, 1, 6, 8, 13, 15, 20, 22, 27 და 29 მაისს.
დედაქალაქიდან დამატებითი მატარებელი გავა 00:35 საათზე და ბათუმში ჩავა 05:47 საათზე.
ბათუმიდან მატარებელი 00:45 საათზე გამოვა და თბილისში 05:50 საათზე იქნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სპეციალური ვებ-გვერდის www.ticket.railway.ge, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების, ვაგზლის სალაროების, ასევე „საქართველოს რკინიგზის" პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.