თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ვაკეში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 24:00 საათამდე შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.
ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებით.
შეზღუდვის პერიოდში №450 მიკროავტობუსი წყნეთის გზატკეცილიდან უჩანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩით და შემდეგ გზას არსებული სქემის მიხედვით გააგრძელებს.