თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მთელი რიგი ქვეყნები მანიაკალურად ანგრევენ რუსეთთან ურთიერთობას, ისინი თავად წერენ „წესებს“ საბნის ქვეშ, მაგრამ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს მათი წესების დაცვას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენი პარტნიორები, ან უკვე, შეიძლება ითქვას, ყოფილი პარტნიორები ზოგიერთ ქვეყანაში მანიაკალურად ანგრევენ საკანონმდებლო ბაზას და დიალოგის არხებს, ცდილობენ თავიანთი შეხედულებები და ე.წ. „წესები“ თავს მოახვიონ ყველას. რა წესები? – არავის უნახავს. ვინ დაწერა ეს წესები? ისინი წერენ თავიანთი საბნის ქვეშ. მაგრამ მათი ამ „წესების“ დაცვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა პუტინმა საკანონმდებლო საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, ახლა საპარლამენტო დიპლომატია დამატებით, უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს.
„თუმცა, მიუხედავად ყველა ამ მცდელობისა, საერთაშორისო კონტაქტების ინტენსივობა, მათ შორის ჩვენი პარლამენტის მეშვეობით, არა მხოლოდ არ იკლებს, არამედ იზრდება კიდეც. ეს არის ძალიან კარგი, სწორი, საჩვენებელი ტენდენცია“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი არ აპირებს „თვითიზოლაციაში“ გადასვლას და აპირებს გააფართოოს პრაგმატული, თანაბარი, ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა ევრაზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის მეგობარ ქვეყნებთან.