თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. ყაზახეთში მცხოვრები დიდი სამამულო ომის თითოეული ვეტერანი გამარჯვების დღისთვის ფულად დახმარებას — არანაკლებ 1,5 მლნ ტენგეს მიიღებს, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“ ქვეყნის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ ტამარა დიუსენოვაზე დაყრდნობით.
დღეს არსებული კურსით 1,5 მლნ ყაზახური ტენგე დაახლოებით 3,3 ათასი აშშ დოლარია.
„ამ დროისათვის ქვეყანაში დიდი სამამულო ომის 237 ვეტერანი ცხოვრობს. 9 მაისს მათ შესაბამისი მატერიალური წახალისება გადაეცემათ. ერთნაირად, თუმცა სადღაც შესაძლოა მეტიც იყოს აკიმატების (რეგიონული ხელისუფლების) წინადადებით. წახალისების რაოდენობა 1,5 მილიონ ტენგეზე ნაკლები არ იქნება“, — განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყაზახეთში 387 ვეტერანი ცხოვრობდა, რომელთაგან თითოეულს შარშან დაახლოებით თითო მილიონი ტენგე გადასცეს.