უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში უკვე 41 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა, იუწყება „TV პირველი“.
ტელეკომპანიის ცნობით, მებრძოლის დაღუპვის შესახებ უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში უკვე 41 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.