საქართველო-სომხეთის საზღვარზე კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს

კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მებაჟეებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლოში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, 24–25 აპრილს ჯამში 42.040 ღერი კონტრაბანდული სიგარეტია ამოღებული.
საქონელი ეჭვის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად იქნა აღმოჩენილი, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2023 წლის მარტში ჯამში 13.000 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს. აღნიშნულ პერიოდში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვისა და ტრანსპორტირების 120 ფაქტი გამოვლინდა.
წყარო - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.