როდესაც მგზავრობა ძვირი და ხანგრძლივია, მაგრამ სხვა გზა არ არის

წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოებმა ახალი „საცობები“ წარმოშვა და მიმდებარე ტერიტორიებზე მგზავრობის დრო გაზარდა. გარდა ამისა, აღნიშნულ უბანში ტაქსით სარგებლობა უფრო ძვირიც გახდა.
Sputnik
ახლა ქალაქის ცენტრში გასვლა წერეთლის გავლით არა მხოლოდ უფრო გახანგრძლივდა, არამედ გაძვირდა კიდეც. გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ რა სიტუაცია იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. ამ დროისათვის ავტომობილები საათობით დგანან „საცობში“, მგზავრები და მძღოლები კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თუმცა, მოგვიწევს დაველოდოთ სარემონტო სამუშაოების დასრულებას, რომლებიც კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება.