გაფრენა არ გამოვიდა: SpaceX Starship-ის ნამსხვრევები ტეხასის შტატში - ფოტო

რაკეტა Starship მიწის ზედაპირიდან 40 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა.
Sputnik
რაკეტის ჩამოვარდნა ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს 12,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც მისი ქონების 7%-ს შეადგენს.
„სტარშიპის“ პირველი გაფრენის მიზანი იყო შორეული კოსმოსის ათვისება, რომელიც ვადამდე დასრულდა 20 აპრილს – აფეთქების გამო.
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX რაკეტის კარკასში წყლის გაგრილების სისტემის ჩამონტაჟებას გეგმავდა, თუმცა ვერ მოასწრეს და იმედი ჰქონდათ, რომ ცემენტი გაუმკლავდებოდა ამოცანას, თუმცა ამაოდ. ცემენტმა გაშვებისას დატვირთვას ვერ გაუძლო, რაც აფეთქებით დასრულდა.
1 / 9

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტის პირველი საცდელი გაფრენა 2023 წლის 20 აპრილს შედგა

2 / 9

რაკეტამ Super Heavy წარმატებით აიღო სტარტი ბოკა-ჩიკას კოსმოდრომიდან

3 / 9

თუმცა სამი წუთის შემდეგ აფეთქდა

4 / 9

ავარიის წინასწარ მიზეზად საფეხურების დაყოფის პრობლემები დასახელდა

5 / 9

SpaceX-ის ოფიციალურ გვერდზე Twitter-ზე ინციდენტს „სწრაფი დაუგეგმავი დემონტაჟი“ უწოდეს

6 / 9

მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ რაკეტა სპეციალურად გაანადგურეს

7 / 9

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სტარტიდან რამდენიმე წუთში პრობლემები შეექმნა ძრავს და რაკეტამ სიმაღლის კარგვა დაიწყო

8 / 9

გამოცდის დროს გაირკვა, რომ რაკეტას 33-დან 3 ძრავი არ უმუშავებდა

9 / 9

მოგვიანებით, სიმაღლის მატებასთან ერთად, კიდევ სამი ძრავი გაითიშა