საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია ნგრევის ან ადამიანური მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოში 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისიდან 3 კილომეტრში, სოფელ სარბევთან იყო. ბიძგის კერა 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა – 7-ბალიანი მაგნიტუდის 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.