საქართველოს ღირსშესანიშნაობები: გასაოცარი ადგილები დედოფლისწყაროში - ფოტო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უდიდესია, თუმცა, ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული
Sputnik
დედოფლისწყარო საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს, კახეთის რეგიონში, თბილისიდან 115 კმ-ის მანძილზე. ამ გზის გავლას დაახლოებით ორი საათი ჭირდება.
1 / 26

დედოფლისწყარომდე თბილისიდან 2 საათის სავალია

2 / 26

თუმცა, ბუნების მოყვარულებისათვის გზაში დრო სწრაფად გადის

3 / 26

აქ ხომ უამრავი რამ არის სანახავი

4 / 26

და მაინც, კონკრეტულად რა შეგიძლიათ ნახოთ აქ?

5 / 26

რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის მახლობლად მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე

6 / 26

მასთან ფეხით მისვლა ძალიან მარტივია

7 / 26

ხორნაბუჯი V საუკუნეში აიგო

8 / 26

არქეოლოგიური გათხრების შემდეგ ციხესიმაგრის მახლობლად უძველესი დასახლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს

9 / 26

როგორც გაირკვა, ადამიანები აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ

10 / 26

ციტადელი ალაზნის ველის მაღლობზე მდებარეობს

11 / 26

კარგ ამინდში ციხესიმაგრიდან შთამბეჭდავი ხედი იშლება

12 / 26

კლდეზე შემორჩენილია ციხის კედლებისა და კოშკების ნანგრევები

13 / 26

ასევე წყლის რეზერვუარისა და სხვა სივრცეების ფრაგმენტები

14 / 26

თითქმის განადგურებულ ციტადელამდე მიდის ვიწრო ბილიკი

15 / 26

ბილიკზე სიარულისას პატარა გამოქვაბულებსაც წააწყდებით

16 / 26

შიგნით ხანდახან იხილავთ ღამურებსაც. აქ ასვლისას სიფრთხილე გმართებთ

17 / 26

თუმცა, სიმაღლის შიში ასვლაშ ხელს შეგიშლით

18 / 26

მაგრამ ეს არც თუ ბევრ ადამიანს აჩერებს. ზემოთ კი ხშირად შეხვდებით აქტიური დასვენების მოყავრულებს

19 / 26

დედოფლისწყაროს მეორე მხარეში განთავსებულია წმინდა ილია თეზბიტელის ტაძარი

20 / 26

მონასტრისკენ მიმავალ გზაზე არაჩვეულებრივი ხედებია მთებსა და ველებზე, მონასტრის ტერიტორიიდან კი ჩანს ტბაც

21 / 26

სალოცავმა გამოიარა უამრავი ომი, თუმცა, მაინც კარგად არის შემონახული. აქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება, ხოლო ორ აგვისტოს აქ ადამიანები წმინდა ილია თეზბიტელის დღეს აღნიშნავენ

22 / 26

თუ დედოფლისწყაროშ საკუთარი ტრანსპორტით არ მიდიხართ, ჯობს ღამით იქ დარჩეთ, რადგან ყველაფრის ნახვას ვერ მოასწრებთ, ენერგია კი დღის ბოლომდე ვერ შემოგრჩებათ

23 / 26

დილით კი, წამოსვლამდე, აუცილებლად იხილეთ არწივის ხეობა

24 / 26

არწივის ხეობა იდეალურია ფრინველებზე დასაკვირვებლად. ხშირად აქ სწორედ ამ მიზნითაც მოდიან

25 / 26

აქ შეგიძლიათ ნახოთ სამოცზე მეტი სახეობის ჩიტი. შეიარაღდით ბინოკლით და მოემზადეთ საინტერესო დღისათვის

26 / 26

ხეობაში მიდის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კანიონის სიღრმეში ჩადის. კანიონში იხილავთ რამდენიმე ჩანჩქერს. ლაშქრობის მოყვარულთათვის გაკეთებულია ხიდები, კიბეები ციცაბო დაღმართებზე და ბაგირები აღმართების დასაძლევად