მოსკოვში გამარჯვების აღლუმს ერთადერთი უცხოელი ლიდერი დაესწრება

Sputnik
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. ერთადერთი უცხოელი ლიდერი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ ზეიმში, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი იქნება, იუწყება „ვედომოსტი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ და ასევე დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, სადირ ჟაპაროვი მოსკოვში 31 მარტს მიიწვია რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა, რომელიც მთავრობაში საერთაშორისო ურთიერთობებს კურირებს.

„8-9 მაისს ველოდებით თქვენს ოფიციალურ ვიზიტს. ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან საერთო დღესასწაულს — გამარჯვების დღის ზეიმს ემთხვევა. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვახსოვს, რა წვლილი შეიტანა ყირგიზეთმა ამ გამარჯვებასა და მოსკოვის დაცვაში, და ეს ჩვენთვის წმინდაა“, — უთხრა ოვერჩუკმა ჟაპაროვს შეხვედრისას.

როგორც წყაროებმა აღნიშნეს, ყირგიზეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებსაც გამართავს, რომელსაც ბოლოს 2022 წლის დეკემბერში შეხვდა.
აღსანიშავია, რომ 2022 წელს ვლადიმირ პუტინს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოსკოვში არცერთი უცხოელი ლიდერი არ მიუწვევია. როგორც მაშინ განაცხადა დმიტრი პესკოვმა, „ეს საიუბილეო თარიღი კი არ არის, არამედ „ყველა რუსის დღესასწაულია“. მანამდე, 2021 წელს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს უცხოეთის სახელმწიფოთა ხელმძღვანელებიდან მხოლოდ ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დაესწრო.
წყარო: „ვედომოსტი“