მომიტინგე მშობლები მთავრობისგან მოითხოვდნენ მათი შვილების უზრუნველყოფას იშვიათი დაავადების მსოფლიოში პირველი პრეპარატით. მათ შეუერთდნენ ექიმები, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ოპერის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე.
საქართველოს ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ საქართველოში ამ პრეპარატის შემოტანისთვის მეტი დროა საჭირო, რადგან ის საექსპერიმენტოა.