ქართველმა ძალოსანმა ერევანში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ევროპისა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე დღეს გამოვა
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. ქართველმა ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ (109 კგ) ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატში ძალოსნობაში 40 ქვეყნიდან 389 სპორტსმენი მონაწილეობს. აზერბაიჯანის ნაკრების სპორტსმენებმა ეროვნული დროშის დაწვის ინციდენტის გამო ჩემპიონატი გახსნის დღესვე დატოვეს.
ატაცში ჩხეიძემ 173 კგ დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში ჯერ 203, შემდეგ კი 208 კგ დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 381 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა >>
ამავე წონით კატეგორიაში სხვა ქართველმა ძალოსანმა, ზაზა ლომთაძემ აკვრაში მცირე ბრინჯაოს მედალი, ხოლო ორჭიდში დაფიქსირებული 376 კგ-ით ზაზა მეოთხე ადგილზე გავიდა.
ევროპისა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 23 აპრილს, ჩემპიონატის ბოლოს იასპარეზებს.
თბილისის დროით ტრანსლაცია 16:10 საათზე დაიწყება.