თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ) ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში 40 ქვეყნიდან 389 სპორტსმენი მონაწილეობს.
ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. მან 111, 114 და 117 კგ დაძლია და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
ანასტასიამ აკვრაში 125, 132 და 135 კგ დააფიქსირა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრების წევრი ორჭიდის ჯამში მოგროვილი 252 კგ-ით მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ევროპისა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 23 აპრილს, ჩემპიონატის ბოლოს იასპარეზებს.
თბილისის დროით ტრანსლაცია 16:10 საათზე დაიწყება.