თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ, ანასტასია კირთაძემ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ანასტასიამ ცხრიდან 7,5 ქულა მოიპოვა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ანასტასია კირთაძე
© Courtesy of Georgian Chess Federation
აღსანიშნავია, რომ 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ანასტასია კირთაძე პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, აცხადებენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში.
ანასტასია კირთაძის მწვრთნელია - საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე.