ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა

მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის იანვარი–მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 73,7%-ით გაიზარდა და 666,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 61%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო ბრუნვა – 2023 წლის იანვარი–მარტი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

176,9

61,1

იმპორტი

489,9

78,8

სულ

666,8

73,7

2023 წლის იანვარი–მარტში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 36 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობები, 29,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, თითქმის 13,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 2,9 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–მარტი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ფეროშენადნობები

45,4

38,0

ღვინო

38,0

49,6

მსუბუქი ავტომობილები

21,6

882,8

მინერალური წყალი

16,1

11,9

სპირტიანი სასმელები

12,6

156,5

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. მიმდინარე წლის იანვარი–მარტში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 42,2 ათას ტონაზე მეტი ხორბლის ფქვილია შემოტანილი, ასევე 39,6 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 288,9 ათასი ტონა გაზი, დაახლოებით 235,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე 67,4 ათასი ტონა ქვანახშირი და მისგან წარმოებული მყარი საწვავის სახეობები და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–მარტი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ნავთობპროდუქტები

168,8

275,0

გაზი

74,5

112,9

ხორბლის ფქვილი

13,1

28,7

ხორბალი

12,5

39,7

ქვანახშირი

11,7

516,2

2022 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი ივაჭრეს, რაც 52,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 6,8%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 79,4%-ით.