თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტობუსში უცნობმა მამაკაცმა 70 წლის მამაკაცი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ხანდაზმული მამაკაცი მხარში დაჭრეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა №308 ავტობუსში მოხდა.
„ხმა არ გამიგია ჩხუბის. ხმაური არ გამიგონია. ხალხმა დამიწყო ყვირილი - ავტობუსი გააჩერეო და გავაჩერე. ცხელ ხაზზე ვრეკავდი, ვერ დავინახე, სასწრაფოც უკან მომდევდა თურმე და უცებ წაიყვანეს",- ამბობს ავტობუსის მძღოლი.
შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, დანაშაულის მოტივი დგინდება.