სამგორის რაიონს 22 აპრილს წყალმომარაგება შეუწყდება

წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას ცისტერნებით მიაწვდის
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgian Water and Power) სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების რეზერვუარზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანიის განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტეს, სამუშაოების ფარგლებში ტექნიკური ჯგუფები რეზერვუარის ქსელზე დაზიანებულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს შეცვლიან.
გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 22 აპრილს, 09:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. ამასთან დაკავშირებით 09:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება:
სამგორის რაიონში - ჭირნახულის, სტურუას, აფხაზავას, მეფრინველეობის და ნამორაძის ქუჩებს. სოფელ დიდ ლილოს, წინუბანს, თეთრიხევს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო დასახლებას და სოფელ გამარჯვების ნაწილს;
ლილოს დასახლების I, II, მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8 , IV-V კვარტლებს, ლეონტი მროველის, კამოს, დავითაშვილის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ქებურიას, ხვედელიანის და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს;
ვარკეთილის მეურნეობას, აეროპორტის, საქნავთის, ორხევის, სადგური ლილოს და ლოჭინოს დასახლებებს, ვარკეთილის მეურნეობას და მიმდებარე დასახლებებს.
ისნის რაიონი
ასევე, 22 აპრილს, დილის 09:00 საათიდან, 23 აპრილის, ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს ქუჩებს, ქიზიყის, გუმათგესის, ენგურჰესის, სადგური ველის, გვაზავას და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის II დასახლებას, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებას; გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფელ ჭალას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, სოციალური ქსელისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.