თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა საფრანგეთში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩინელი მეტოქე ანგარიშით 15:2 დაამარცხა, ხოლო ფინალში - ტაილანდელი საისუნ იანა ანგარიშით 15:12 და პირველი ადგილი მოიპოვა.
საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე ნანა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იასპარეზებენ, იუწყება „პირველი არხი“.