რუსეთი არ გამორიცხავს, რომ დასავლეთ საზღვარზე სარაკეტო პოტენციალი გაზარდოს

Sputnik
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. რუსეთმა შესაძლოა გადახედოს თავის პოზიციას დასავლეთ საზღვარზე საშუალო და შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების განუთავსებლობის შესახებ, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა გრიგორი მაშკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთმა არც ქვეყნის აღმოსავლეთი საზღვრები უნდა დაივიწყოს, სადაც „ასევე არის კონფლიქტების რისკი“.

„აქ აუცილებელია გვქონდეს საშუალო მანძილის რაკეტების შთამბეჭდავი არსენალი, რათა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეები შევაჩეროთ“, — მიაჩნია მაშკოვს.

ელჩის თქმით, მოსკოვი აუცილებლად მიიჩნევს ტაქტიკური პოტენციალის გაზრდასა და სარაკეტო იარაღის მარაგების წინასწარ დაგროვებას საზღვრებზე, რათა ქვეყანამ „ეფექტურად უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას“, მათ შორის კალინინგრადშიც, „სადაც ნატო რუსეთის მიზანში ამოღებას აპირებს“.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე მოხდება.