ტესტი: ნათელი ჭარბობს თუ ბნელი თქვენს ბუნებაში

Sputnik
თუ გაინტერესებთ, რომელი საწყისი ჭარბობს თქვენში — ბოროტი თუ კეთილი, ანუ სინათლის მხარეს დგახართ თუ უფრო სიბნელისკენ იხრებით, გაიარეთ შემოთავაზებული ტესტი.
თქვენ უნდა დაეთანხმოთ შემოთავაზებულ მტკიცებებს, ან უარყოთ ისინი. ხოლო იმისათვის, რომ ზუსტი შედეგი მიიღოთ, სასურველია შეძლებისდაგვარად სწრაფად, ზედმეტი ფიქრის გარეშე უპასუხოთ მათ.

ეთანხმებით თუ არა, რომ:

1.
ყველა ადამიანი იტყუება;
2.
შურისძიების უნარი მხოლოდ ძლიერ და მამაც ადამიანებს აქვთ;
3.
მთავარი ადამიანში — ეს სიამაყეა;
4.
ადამიანმა სასურველი ნებისმიერ ფასად უნდა მიიღოს;
5.
გიყვარდეს საკუთარი თავი და სხვებიც მოგბაძავენ;
6.
სულელების მოტყუება ცოდვა არ არის;
7.
ნდობის გამოჩენა სულელების ხვედრია;
8.
სწორი წესები – მხოლოდ საკუთარი წესებია;

პასუხები

დათვალეთ დადებითი პასუხები. თუ მათი რაოდენობა არის:
0-დან 3-მდე: სინათლის მხარეს დგახართ. თქვენში გაცილებით მეტი სიკეთე, ღირსება და კეთილშობილებაა, ვიდრე უარყოფითი თვისებები. როგორც ჩანს, მოგწონთ რთულ ვითარებაში ჩავარდნილების დახმარება. ამასთან არ გჩვევიათ ადამიანებისთვის ნდობის გაცრუება. ზოგადად ადამიანებზე კარგი აზრისა ხართ და ისინიც უმეტეს შემთხვევაში იგივენაირად გპასუხობენ.
თქვენნაირები რომ ბევრნი იყვნენ მსოფლიოში, სამყარო ბევრად უკეთესი იქნებოდა.
5-დან 8-მდე: სამწუხაროა, მაგრამ თქვენში ბნელი მხარე უფრო ჭარბობს. აშკარად გაკლიათ სიკეთე და ნაკლებად ზრუნავთ სხვა ადამიანების მორალურ კომფორტზე.
როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისა და სარგებლიანობისთვის ცხოვრობთ. იშვიათად უფიქრდებით, რაოდენ ვნებს და უშლის ხელს ეს ირგვლივ მყოფთ.
ეჭვგარეშეა, რომ პატივს არ სცემთ ზოგადად მიღებულ მორალურ ნორმებს. ხართ აბსოლუტურად თავისუფალი და ამიტომაც ხშირად ტოქსიკური პიროვნება სხვა ადამიანებისთვის.
ზუსტად 4: ნათელი და ბნელი თქვენში თანაბრადაა განაწილებული — სწორედ ისე, როგორც უმეტესობაში. სავარაუდოდ, განწყობის ადამიანი ხართ და თქვენი ბუნების უარყოფით თუ დადებით მხარეებს ვითარების შესაბამისად ავლენთ.